logo

რა თანხას მიიღებს "ბარსელონა" ნეტოს გაყიდვით

რა თანხას მიიღებს "ბარსელონა" ნეტოს გაყიდვით

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ფერან მარტინესი იტყობინება, რომ "ბარსელონა" თავისი ბრაზილიელი მეკარის, ნეტოს 20 მილიონ ევროდ გაყიდვას გეგმავს.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" უნდა, რომ ძირითად გუნდში ინიაკი პენია დააწინაუროს და ნეტუს გაშვებითაც ფინანსური სარგებელი მიიღოს.

მიუხედავად ამისა, MD-ში ეჭვი ეპარებათ, რომ კორონაკრიზისის ფონზე, რომელიმე გუნდი ნეტოს დონის კიპერში 20 მილიონ ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" 30 წლის მეკარე "ვალენსიადან", 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოიბირეს.

მან კატალონიელთა კარი მხოლოდ 5 მატჩში დაიცვა.

4 დღის წინ
88 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 562
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი