logo

საგა დასრულდა - "ბარსელონა" შემტევის დამატებაზე უარს ამბობს

საგა დასრულდა - "ბარსელონა" შემტევის დამატებაზე უარს ამბობს

"ბარსელონამ" ლონდონის "ჩელსის" გარემარბის, ვილიანის დამატებაზე საბოლოოდ თქვა უარი, - იტყობინება Mundo Deportivo.

მოგეხსენებათ, რომ ბრაზილიელ შემტევს "ბლაუგრანა" ჯერ კიდევ 2011 წლიდან აკვირდება, როცა ის დონეცკის "შახტარში" ასპარეზობდა.

ამის შემდეგ, ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე, 31 წლის თავდამსმხელს "ლურჯ-ბროწეულისფერებს" უკავშირებდნენ, თუმცა ტრანსფერი ვერ შედგა.

ახლა ვილიანი თავისუფალი აგენტი ხდება და მისი დამატება უფასოდაა შესაძლებელი, მაგრამ "ბარსა" უკვე დაინტერესებული აღარაა.

საინტერესოა, რომ ბრაზილიელს ბევრი გამოცემა ლონდონის "არსენალის" მაისურის მორგებას უწინასწარმეტყველებს.


4 დღის წინ
390 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 562
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი