3 წლის წინ
საუკეთესო ტრანსფერი "ბარსას" ისტორიაში - გამოკითხვის შედეგები
საუკეთესო ტრანსფერი "ბარსას" ისტორიაში - გამოკითხვის შედეგები

ესპანურმა გამოცემა SPORT-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც მიზნად ისახავდა, გამოევლინა "ბარსელონას" მიერ განხორციელებული ყველა დროის საუკეთესო ტრანსფერი.

ხმების ზუსტად ნახევარი რონალდინიომ მიიღო. ბრაზილიელი ლეგენდა "ბარსამ" 2003 წელს "პარი სენ ჟერმენიდან" შეიძინა. პარიზულმა კლუბმა ტრანსფერში 32 მილიონი ევრო მიიღო, "ბარსას" კი შეუერთდა შემტევი, რომელმაც ორ წელიწადში ოქროს ბურთი მოიგო. გაუჩოსთან ერთად "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფიც იზეიმეს.

გამოკითხვაში მეორე ადგილზე იოჰან კრუიფი გავიდა, ხოლო მესამეზე - ხრისტო სტოიჩკოვი.

იხილეთ სრული შედეგები:

რონალდინიო - 50%

იოჰან კრუიფი - 24%

ხრისტო სტოიჩკოვი - 4%

ლუის ენრიკე - 4%

ლუის სუარესი - 3%

დანი ალვეში - 3%

ლასლო კუბალა - 2%

რონალდო ნაზარიო - 1%

რივალდო - 1%

ნეიმარი - 1%

რონალდ კუმანი - 1%

ფიგუ - 1%

სხვა ვერსია - 4%


Facebook კომენტარები