logo

"მე ვნახე დი სტეფანო, პელე, მარადონა და კრუიფი, თუმცა მესი საუკეთესოა"

"მე ვნახე დი სტეფანო, პელე, მარადონა და კრუიფი, თუმცა მესი საუკეთესოა"

ყოფილმა იტალიელ-არგენტინელმა ფეხბურთელმა, უმბერტო მასკიომ, ლეო მესისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

Clarin-თან ინტერვიუსას მან ლეო ლეგენდარულ ფეხბურთელებს შეადარა და აღნიშნა, რომ ის ყველას ჯობს.

"ძველად ფეხბურთის ტემპი ბევრად დაბალი იყო და მოთამაშეებიც ნელა მოძრაობდნენ, თუმცა ისინი გენიოსები და დიდებული მოთამაშეები იყვნენ თავიანთ პერიოდებში. მაგრამ, უბრალოდ გაანალიზეთ მესის გოლები, ის ბევრს არ დარბის, თუმცა, როცა ამას აკეთებს, მას შესანიშნავად შეუძლია ბურთის ფეხზე მიკრობა. ეს ფანტასტიკურია.

მე ყველა დიდებული მოთამაშე მინახავს და მათ შორის რამდენიმეს წინააღმდეგ ვითამაშე, მაგრამ ჩემთვის ლეო ყველაზე წინაა. მე ვნახე დი სტეფანო, პელე, მარადონა და კრუიფი, თუმცა მესი საუკეთესოა." - განაცხადა სერია ა-ს ყოფილმა მოთამაშემ.



1 კვირის წინ
316 / 0
George
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 588
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი