logo

Sport: "სიტი" და "ბარსა" მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში არიან

Sport: "სიტი" და "ბარსა" მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში არიან

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" ნელსონ სემედოს ტრანსფერს უკვე აქტიურად განიხილავენ, კლუბები დასკვნით ფაზაში გადადიან.
სავარაუდოდ, პორტუგალიელი მცველი ნისლიან ალბიონზე გადაბარგდება. თავის მხრივ, ეს ტრანსფერი ხელს შეუწყობს ერიკ გარსიას კატალონიაში დაბრუნებას.
გარსიას დაბრუნება არ გამორიცხავს ჟოაო კანსელოს ტრანსფერსაც, რადგან "ბარსელონას" მარჯვენა მცველი აღარ რჩება.
სავარაუდოდ სემედო და ვაგე კლუბს დატოვებენ, სერხი რობერტო კი ნატურალური მარჯვენა მცველი არ არის.
ნელსონი მიმდინარე სეზონში ძირითადი შემადგენლობის სტაბილური წევრი იყო. მან 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

1 კვირის წინ
207 / 0
George
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 588
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი