logo

ტალანტები, რომლებიც "ბარსას" 2017 წელს სურდა - სად არიან ისინი ახლა

ტალანტები, რომლებიც "ბარსას" 2017 წელს სურდა - სად არიან ისინი ახლა

2017 წელს "ბარსელონა" აქტიურად ადევნებდა თვალს ბუნდესლიგის რამდენიმე ტალანტს, ზოგიერთმა მათგანმა დიდი პროგრესი განიცადა, ზოგიერმა კი პირიქით, იმედები ვერ გაამართლა.

ახლა კი მცირე ექსკურსს მოგიწყობთ თითოეულ მათგანზე.

  • უსმან დემბელე - სასურველი ტალანტებიდან მხოლოდ ფრანგი შეიძინა "ბარსამ", მის სანაცვლოდ გადახდილი 150 მილიონი კი არასწორი ნაბიჯი გადმოდგა. ტრავმების გამო დემბელემ ნიჭი ვერ გამოავლინა.
  • იულიან ვაიგლი - "ბორუსია" მასზეც დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა ისევ ტრავმები. ამჟამად ის "ბენფიკაში" თამაშობს. 
  • ფელიქს პაშლაკი - ფელიქსმა უკანასკნელი სეზონი იჯარით "ფორტუნა სიტარდში" გაატარა, სადაც მან 25 მატჩი ჩაატარა. ის "ბორუსიას" დაუბრუნდება.
  • სერჟ გნაბრი - ახალგაზრდა გერმანელმა ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, "ვერდერიდან" ის "ბაიერნში" გადაბარგდა და გუნდის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა.
  • ჯონათან ტა - გერმანელ-კოტ დიუარელი მცველი ისევ იგივე დონეზე დარჩა, მან წინსვლა ვერ შეძლო და ისევ "ლევერკუზენში" ირიცხება. ტა მხოლოდ 24 წლისაა, ასე რომ მას პროგრესი შეუძლია.
  • ტიმო ვერნერი - ტიმო რამდენიმე სეზონი "ლაიფციგის" მთავარი მეგოლე და ლიდერი გახლდათ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კი ის "ჩელსიში" გადაბარგდა 53 მილიონი ევროს სანაცვლოდ. 
  • იოზუა კიმიხი - მასზე საუბარი მგონი ზედმეტია, კიმიხი ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა თავის პოზიციაზე და ის "ბაიერნის" უცვლელი წევრი გახდა.


1 კვირის წინ
262 / 0
George
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 588
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი