3 წლის წინ
გავის აგენტს ევროპული გრანდი დაუკავშირდა
გავის აგენტს ევროპული გრანდი დაუკავშირდა
ავტორი
Aa

AS-ს ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსიმ" პაბლო გავის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, ზაფხულის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.

შეხვედრამ კარგად ჩაიარა, "არისტოკრატებს" სურთ მომავალი "ბარსას" ნახევარმცველით გააუმჯობესონ.

თუ ბარსას არ შეეძლება 30 ივნისამდე ხელფასის ლიმიტის შემცირება, მაშინ კლუბი ვერ შეძლებს გავის ახალი კონტრაქტის დარეგისტრირებას და ესპანელს თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა მოუწევს.

"ჩელსი" აპირებს მის უფასოდ დამატებას, თუ ეს შესაძლებელი იქნება და მზად არის შესთავაზოს მას მომგებიანი პირობებიც.

თუმცა, Carrusel Deportivo-ს ინფორმაციით, გავი მშვიდად არის კონტრაქტის რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით და არ სურს წასვლა.



Facebook კომენტარები