1 წლის და 7 თვის წინ
"ბარსელონა" ვარსკვლავის თავიდან მოშორებას ცდილობს
"ბარსელონა" ვარსკვლავის თავიდან მოშორებას ცდილობს

"ბარსელონა" ცდილობს, რომ ჟორდი ალბა გუნდიდან წასვლაში დაითანხმოს, - იუწყება ალფრედ მარტინესი.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მოსაზრებით, წლიური 10 მილიონი ევრო ძალიან მაღალი ხელფასია იმ ფეხბურთელისთვის, რომელიც გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფიგურსას აღარ წარმოადგენს.

პრობლემას ის ქმნის, რომ ჟორდის ხელშეკრულება 2024 წლის ივლისამდეა მოქმედი, ამიტომ კლუბი ერთ-ერთ კაპიტანს ასე უბრალოდ ვერ გაუშვებს.

თუ ალბას წასვლაში დარწმუნება ვერ მოხერხდა, ხელმძღვანელობა მას ხელფასის შემცირებას სთხოვს.

შეგახსენებთ, რომ ჟორდის პოზიციაზე ჩავი ერნანდესი მარკოს ალონსოსა და ალეხანდრო ბალდეს ათამაშებს. ორივე მათგანს კლუბმა ახალი კონტრაქტი უკვე შესთავაზა.

მიმდინარე სეზონში 34 წლის მარცხენა მცველმა 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 6 საგოლე გადაცემა.


Facebook კომენტარები