logo

ტოდიბო: 6 თვეში 3 ჩატარებული მატჩი არ მაკმაყოფილებს

ტოდიბო: 6 თვეში 3 ჩატარებული მატჩი არ მაკმაყოფილებს

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ფრანგი ცენტრალური მცველი, ჟან კლერ ტოდიბო გუნდიდან აბარგების ერთ-ერთი პირველი კანდიდატია.

ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდა უკანახაზელს Onze Mondial-ის ჟურნალისტი გაესაუბრა.

"ბარსაში" დარჩენა ბევრ რამეზეა დამოკიდებული: საუბარი მწვრთნელთან, ბორდთან... მაგრამ "ბარსელონაში" დარჩენა და შემდეგ 6 თვეში 3 მატჩის ჩატარება არ მაკმაყოფილებს.

მე 20 წლის ვარ, თამაში და გამოცდილების მიღება მჭირდება." - ბრძანა ტოდიბომ.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური ჟან-კლერმა სულ 3-ჯერ მოირგო. იანვარში ის "შალკეში" გაანათხოვრეს, სადაც სულ 10 შეხვედრა ჩაატარა და ბუნდესლიგის დამთავრებისთანავე კატალონიაში დაბრუნდა. 

2 თვის წინ
181 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 859
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ