Diario AS-ის ჟურნალისტმა ხავი მიგელმა "ბარსელონას" თავდასხმის ხაზში მოსალოდნელი გადაადგილებების შესახებ გვამცნო.
მიგელის თანახმად, "ბლაუგრანაში" შემდეგ პოზიციებზე არიან შეჯერებულნი:
1. ანსუ ფატი და ფერან ტორესი დიდი ალბათობით წავლენ.
2. რობერტ ლევანდოვსკი არ იყიდება
3. რაფინიას წასვლა არ განიხილება
4. უსმან დემბელე ჩავის ნდობით სარგებლობს
5. ალარკონი პირველ გუნდში თამაშს გააგრძელებს
6. აბდე ეზალზული შეიძლება დაბრუნდეს
7. "ბარსელონაში" 2 ან მეტი ახალი შემტევი მოვა: ლეო მესი, ვიტორ როკე, იანიკ კარასკო ან პიერ-ემერიკ ობამეიანგი
ჟურნალისტი წერს, რომ ფერან ტორესის გაყიდვით "ბარსელონამ" სულ მცირე 40 მილიონი ევრო უნდა იშოვოს, რადგან ესპანელის ამ თანხაზე ნაკლებად გაყიდვა წამგებიანი ბალანსის დაფიქსირების ტოლფასი იქნება. კლუბი გამოსავალს ეძებს. 23 წლის თავდამსხმელი შეიძლება იჯარით გაუშვან კიდეც, ხოლო მისმა ახალმა გუნდმა გამოსყიდვის უფლება მიიღოს.
რაც შეეხება ფატის, ანსუმანეს აგენტს, ჟორჟე მენდეშს უკვე აუნთეს მწვანე შუქი მინიმუმ 40-მილიონიანი შეთავაზების წარმოდგენაზე.
ასე და ამგვარად, "ბარსელონას" შემტევთაგან კლუბის დატოვების ყველაზე მაღალი ალბათობა სწორედ ტორესსა და ფატის აქვთ.