1 წლის და 7 თვის წინ
მესი ნახევარმცველი იქნება - ჩავიმ სქემა უკვე დახაზა
მესი ნახევარმცველი იქნება - ჩავიმ სქემა უკვე დახაზა

ჩავი ერნანდესმა უკვე იცის, თუ რა პოზიციაზე ათამაშებს ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნების შემდეგ. აღნიშნულ ინფორმაციას SPORT ავრცელებს.

წყაროს თანახმად, "მაესტრო" არგენტინელ მეგავარსკვლავს ნახევარმცველის როლში ხედავს. კერძოდ, ლეომ ორი ფორვარდის უკან უნდა ითამასოს.

მესის დაბრუნება 43 წლის სპეციალისტს გუნდს 4:4:2 ტაქტიკაზე გადააწყობინებს. სქემა რომბისეული ფორმის იქნება.

როგორც SPORT წერს, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციას ფრენკი დე იონგი დაიკავებს, ცენტრს პაბლო გავი და პედრი გააკონტროლებენ, ორი ფორვარდის უკან კი მესი იმოქმედებენ.

მიხვდებოდით, რომ ორი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი და უსმან დემბელე იქნებიან.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომდევნო სეზონში გუნდი გაცილებით შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, რაც, ბუნებრივია, გაზრდის როგორც გატანილი, ასევე გაშვებული გოლების რაოდენობასაც.

ცნობისთვის, ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. მისი "პარი სენ-ჟერმენიდან" წასვლა თითქმის გადაწყვეტილია.


Facebook კომენტარები