3 წლის წინ
გავი და პაბლოს გარემოცვა გაღიზიანებულნი არიან
გავი და პაბლოს გარემოცვა გაღიზიანებულნი არიან

ლონდონის "ჩელსი" პაბლო გავით სერიოზულადაა დაინტერესებული. ამაზე ჟურნალისტი ადრიან სანჩესი წერს.

18 წლის ნახევარმცველის აგენტი "არისტოკრატთა" წარმომადგენლებს შეხვდა კიდეც.

წყაროს თანახმად, აღნიშნულის შესახებ ცნობები "ბარსელონაშიც" აქვთ, თუმცა სიმშვიდეს ინარჩუნებენ, რადგან იციან, რომ გავის "კამპ ნოუზე" დარჩენა უნდა.

არადა, ესპანელ ვარსკვლავს "ჩელსი" ძალიან დიდ ფულს სთავაზობს.

სანჩესის თქმით, გავის გარემოცვა უკმაყოფილებას ვერ მალავს ყველა იმ ჭორის გამო, რაც "ბარსელონას" სამიზნეთა შესახებ ტრიალებს. მათ არ ესმით, როგორ შეიძლება კლუბი ახალი ფეხბურთელების დამატებაზე ფიქრობდეს, როცა გავის კონტრაქტის დარეგისტრირება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი ხელშეკრულება პაბლოს "ბლაუგრანასთან" 2023 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში გავის ანგარიშზე 2 გოლი და 6 ასისტია.


Facebook კომენტარები