1 წლის და 7 თვის წინ
"ბარსამ" ილქაიც გაინაღდა - ვისზე გადაერთვება კლუბი
"ბარსამ" ილქაიც გაინაღდა - ვისზე გადაერთვება კლუბი

"ბარსელონამ" ზაფხულის მეორე ტრანსფერიც დახურა, - იუწყება ჟურნალისტი ვიქტორ მალო.

წყაროს თანახმად, კლუბმა ილქაი გიუნდოგანთან შეთანხმებას მიაღწია. გერმანელი ნახევარმცველის დამატება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" აბსოლუტური პრიორიტეტი გახლდათ და მათ მიზანს მიაღწიეს.

31 წლის შუახაზელი "ბარსაში" გადასაბარგებლად ხელფასსაც კი შეიმცირებს.

ილქაის ტრანსფერი სეზონის დასრულების შემდეგ გაოფიციალურდება, როცა მას "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი ამოეწურება.

წყაროს თანახმად, გიუნდოგანის დამატება "ბარსელონას" მთავარი ამოცანა გახლდათ. სწორედ ამიტომ გაიფორმა კლუბმა გერმანელი ინიგო მარტინესზე წინ - ინიგოს ტრანსფერიც დახურვის პირასაა, თუმცა საფინალო სიტყვა იქ ჯერ კიდევ არ თქმულა.

მალო ასევე აღნიშნავს, რომ კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა ახლა შეტევის გაძლიერებაზე გადაერთვება.

არ არის გამორიცხული, "ბარსელონამ" აბდე ეზალზული დაიბრუნოს, ახალწვეული კი იანიკ ფერეირა კარასკო იყოს. აქტიურად საუბრობენ პიერ-ემერიკ ობამეიანგისა და ვიტორ როკეს შესახებაც.


Facebook კომენტარები