logo

"რეალის" კოშმარი - გვარდიოლა სუპერსერიას აგრძელებს

"რეალის" კოშმარი - გვარდიოლა სუპერსერიას აგრძელებს

როგორც მოგეხსენებათ, პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა "მანჩესტერ სიტიმ" მადრიდის "რეალი" საპასუხო მატჩშიც დაამარცხა (2:1) და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

Opta-ს თანახმად, ესპანელი სპეციალისტისთვის "სამეფო კლუბზე" მოპოვებული ეს გამარჯვება რიგით მე-11 გახლდათ, რაც XXI საუკუნის საუკეთესო შედეგია.

ბუნებრივია, რომ ამ თერთმეტიდან ცხრა წარმატება პეპმა მაშინ იზეიმა, როცა "ბარსელონას" ედგა სათავეში.

საგულისხმოა ისიც, რომ გუშინდლამდე გვარდიოლას "ბლანკოსი" ერთხელ უკვე ჰყავდა გაგდებული ჩემპიონთა ლიგიდან - 2011 წელს "ბლაუგრანამ" ნახევარფინალურ დუელში თავისი მოსისხლე მტერი ჩამოიშორა გზიდან, ორი მატჩის ჯამში, 3:1.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში "ქალაქელებს" "ლიონთან" ელით ჯახი.

2 თვის წინ
402 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 879
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ