2 წლის და 10 თვის წინ
"ბარსელონა" 5 მარჯვენა მცველს აკვირდება
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, მარჯვენა მცველის დამატება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" ხელმძღვანელობის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა იქნება.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა გაბრიელ სანსმა გაგვაცნო ის 5 მარჯვენა მცველი, რომელსაც კატალონიური გრანდი საკუთარ სამიზნედ განიხილავს:
დიოგუ დალო (მანჩესტერ იუნაიტედი)
ტომას მუნიე (ბორუსია დორტმუნდი)
ხუან ფოიტი (ვილიარეალი)
ჯერემი ფრიმპონგი (ბაიერ ლევერკუზენი)
მალო გუსტო (ჩელსი)
"ბლაუგრანას" თავკაცის, ჩავი ერნანდესის რჩეული ხუან ფოიტია. SPORT-ის ცნობით, 43 წლის სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას არგენტინელი ფლანგელის შეძენა განსაკუთრებით სთხოვა, მაგრამ ფოიტის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს, "ბარსას" კი ეს საქმეს გვარიანად ურთულებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი