3 წლის და 6 თვის წინ
აბდეს აგენტი პრემიერლიგური კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი
Aa
Diario SPORT-ის ინფორმაციით, აბდე ეზალზულის აგენტი ხავი გარიდო "ლიდს იუნაიტედის" წარმომადგენლებს შეხვდა.
პრემიერლიგურ კლუბს მაროკოელი გარემარბის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეძენა სურს.
"ბარსელონაში" ჯერ კიდევ არ აქვთ გადაწყვეტილი, რა უყონ აბდეს. "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ეზალზულის მიერ "ოსასუნაში" ჩატარებული მატჩები ძალიან მოეწონა, თუმცა ფეხბურთელის "კამპ ნოუზე" დარჩენა კლუბის ეკონომიკურ და სპორტულ საჭიროებებზე იქნება დამოკიდებული.
22 წლის შემტევი პრესეზონს კატალონიურ გრანდთან ერთად გაივლის, გადაწყვეტილება კი ამის შემდეგ იქნება მიღებული.
მიმდინარე სეზონში აბდეს ანგარიშზე 5 გოლი და 2 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი