1 წლის და 7 თვის წინ
"სპორტინგმა" ტრინკაუზე გადაწყვეტილება მიიღო
"სპორტინგმა" ტრინკაუზე გადაწყვეტილება მიიღო

ლისაბონის "სპორტინგმა" "ბარსელონას" შეატყობინა, რომ ფრანსიშკუ ტრინკაუს 7 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებას გამოიყენებს, - იუწყება O Bola. 

23 წლის შემტევი "ლომების" რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს. პორტუგალიური გრანდის მაისურით მან 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 12 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ტრინკაუს თამაშის ხარისხი "სპორტინგს" აფიქრებინებს, რომ მისი გაყიდვა დაახლოებით 25 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, ზაფხულში მას კლუბის გამოცვლა კიდევ ერთხელ მოუწიოს. ეს "ბარსასთვისაც" მნიშვნელოვანია, რადგან მომდევნო ტრანსფერიდან მას თანხის 50%-იანი წილი ეკუთვნის.

ფრანსიშკუ "ბარსელონამ" 2020 წლის იანვარში შეიძინა. "ბრაგამ" ამ ტრანსფერში 31 მილიონი ევრო მიიღო, თუმცა ტრინკაუს მასზე გაცემული ავანსები არასდროს გაუმართლებია.

პორტუგალიელმა ფორვარდმა 2020/2021 წლების სეზონში 3 გოლი და 2 ასისტი მიითვალა. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ის ჯერ "ვულვზში" გაანათხოვრეს, შემდეგ კი "სპორტინგში". 

სხვათა შორის, ლისაბონელებმა ტრინკაუს იჯარაში "ბლაუგრანას" 3 მილიონი ევრო გადაუხადეს.


Facebook კომენტარები