როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესიმ გუშინ ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩში მორიგი ბრწყინვალე პერფომანსი შემოგვთავაზა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საგზური მიიღო.
35 წლის არგენტინელმა წუხელ პენალტი ზუსტად შეასრულა, ულამაზესი საგოლე გადაცემა მიითვალა და ხორვატ მცველებს მთელი შეხვედრის განმავლობაში უქმნიდა პრობლემებს.
მესის ამ გენიალურ თამაშს მისი ძველი მეგობარი, ლუის სუარესი გამოეხმაურა.
"არასდროს იღლები მსოფლიოსთვის იმის ჩვენებით, რომ საუკეთესო ხარ.
ყველა უნდა ადგეს და ტაში დაუკრას ყველაფერს, რასაც ეს ბიჭი, ლეო მესი აძლევს ფეხბურთს! საოცრება, მეგობარო," - დაწერა "ელ პისტოლერომ" ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე "ლა პულგას" მონაგარი 5 გოლსა და 3 საგოლე გადაცემას შეადგენს.
არგენტინის ნაკრები ფინალს 18 დეკემბერს გამართავს. იქ "თეთრ-ცისფრების" მეტოქე საფრანგეთის ან მაროკოს ეროვნული ნაკრები იქნება.