2 წლის და 10 თვის წინ
როდის მიმართავს "ბარსა" მესის ოფიციალური შეთავაზებით
ავტორი
Aa
ლიონელ მესი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ოცნებობს, - იუწყება ჟურნალისტი მატეო მორეტო.
წყაროს თანახმად, კვლავ კატალონიაში ცხოვრება სურს "ლა პულგას" ოჯახსაც.
Relevo-ს ჟურნალისტი წერს, რომ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის შინ დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს.
უკვე ვიცით ისიც, თუ როდის მიიღებს 35 წლის მეგავარსკვლავი ოფიციალურ შეთავაზებას. როგორც ირკვევა, მაშინვე, როდესაც ლა ლიგა "ბარსას" მწვანე შუქს აუნთებს, კლუბი ლეგენდას დაუკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ლა ლიგასა და "ბარსელონას" შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.
ივლისში მესი თავისუფალი აგენტი ხდება. "პარი სენ-ჟერმენს" მიმდინარე სეზონში იგი წელს 19 გოლითა და 18 საგოლე გადაცემით დაეხმარა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი