3 წლის და 6 თვის წინ
სერხი რობერტოსთვის სეზონი დასრულებულია
ავტორი
Aa
"ბარსელონას" 31 წლის უნივერსალ სერხი რობერტოსთვის, დიდი ალბათობით, 2022/2023 წლების სეზონი დასრულდა.
ესპანელმა ნახევარმცველმა, რომელიც დღეს დაცვის მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობდა, ტრავმა "ხეტაფეს" წინააღმდეგ გამართული მატჩის პირველ ტაიმში მიიღო.
Diario AS-ის ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, რობერტო 1 თვეზე მეტი ხნით იუქმებს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ლა ლიგის უკანასკნელი ტური 4 ივნისს გაიმართება, ძნელი სავარაუდოა, სერხის დაბრუნება თუნდაც ბოლო შეხვედრებისთვის მოესწროს.
მიმდინარე სეზონში რობერტომ "ბლაუგრანას" მაისური 29 მატჩში მოირგო, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი