3 წლის წინ
ლაპორტა: "რეალს" მთელი ისტორიის მანძილზე მსაჯები ეხმარებოდნენ"
ლაპორტა: "რეალს" მთელი ისტორიის მანძილზე მსაჯები ეხმარებოდნენ"

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, ნეგრეირას საქმის გამო, მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის ურთიერთობა გაცივდა.

"ბლაუგრანას" ბრალს მსაჯების მოსყიდვაში ადანაშაულებენ, აქ კი "სამეფო კლუბმა" ისტორიული მეტოქის საწინააღმდეგო პოზიცია დაიჭირა, რითაც გუნდებს შორის უკანასკნელ ხანებში დამთბარი ვითარება კვლავ გააუარესა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გააკეთა.

"რეალს" მთელი ისტორიის მანძილზე მსაჯები ეხმარებოდნენ, ახლა კი ნეგრეირას საქმეში თავს მსხვერპლად წარმოაჩენენ. ეს სისულელეა", - თქვა ესპანელმა.

აქვე გეტყვით, რომ ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, "ბარსელონას" წინააღმდეგ მეტყველი მტკიცებულებები აღმოჩენილ ვერ იქნა.


Facebook კომენტარები