logo

რა სურთ "ბარსელონას" მოთამაშეებს - გასახდელის სიტუაცია გარკვეულია

რა სურთ "ბარსელონას" მოთამაშეებს - გასახდელის სიტუაცია გარკვეულია

როგორც Diario AS გვამცნობს, "ბარსელონას" მოთამაშეები ამ კრიზისიდან გამოსასვლელად ერთადერთ გზას პოულობენ. გასახდელის წევრებს სურთ, რომ პრეზიდენტის არჩევნები ადრეულად გაიმართოს და ასევე, მთავარ მწვრთნელად ჩავი დაინიშნოს.

მოთამაშეებმა "ბაიერნთან" კატასტროფული მარცხი ნაწილობრივ თავიანთ თავზე მიიღეს, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მათი ბრალი ნამდვილად არ იყო.

გუნდის ცუდმა მენეჯმენტმა "ბარსელონა" აქამდე მოიყვანა, დაუბალანსებელმა ტრანსფერებმა გუნდი ძალიან შეასუსტა.

ხერარდ პიკემ კი პირდაპირ განაცხადა, რომ კლუბში ცვლილებები აუცილებელია. მან დაამატა, რომ პრობლემა მხოლოდ მოთამაშეებსა და მწვრთნელებში არ არის.

ამ დროისთვის გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ხოსე მარია ბართომეუ კიკე სეტიენს, ერიკ აბიდალს და ოსკარ გრაუს დაითხოვს, თუმცა თავად გააგრძელებს კატალონიაში მუშაობას.

2 თვის წინ
628 / 0
George
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 882
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ