ESPN - "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ESPN - "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ESPN-ის ჟურნალისტის, Moilorens-ის განცხადებით, კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ნიდერლანდელი სპეციალისტი, რონალდ კუმანი გახდება.

კიკე სეტიენის კლუბიდან გაშვება უკვე დაადასტურა ხოსე მარია ბართომეუმაც, მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი კი სწორედ კუმანი გახლდათ.

კუმანის გარდა, განიხილებოდა მაურისიო პოჩეტინიოს, ჩავი ერნანდესის და კიდევ რამდენიმე სპეციალისტის კანდიდატურა, თუმცა, როგორც ჩანს, "ბარსამ" არჩევანი ნიდერლანდელზე შეაჩერა.

ჯერჯერობით უცნობია კონტრაქტის დეტალები, თუმცა სავარაუდოდ რონალდი 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

კუმანს "ბარსას" რიგებში ნათამაშები აქვს, მან 350 მატჩი ჩაატარა და 106 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთ-ერთი გოლი კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

3 თვის წინ
1323 / 0
George
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 62
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ