3 წლის და 3 თვის წინ
"ბარსამ" გიუნდოგანს ოფიციალური შეთავაზებით მიმართა
ავტორი
Aa
The Times-ის ჟურნალისტ პოლ ჰირსტის ინფორმაციით, "ბარსელონამ" ილქაი გიუნდოგანს ოფიციალური წინადადება გაუგზავნა.
კატალონიელებმა "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რომელსაც 1 წლით გახანგრძლივების ოფცია ექნება.
გიუნდოგანის გარემოცვასთან მოლაპარაკებები უახლოეს კვირებშია დაგეგმილი. "ბლაუგრანაში" თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ გერმანელ ნახევარმცველთან შეთანხმებას მიაღწევენ.
ილქაის "ბარსასთვის" თანხმობა ჯერ კიდევ არ უთქვამს, რადგან ფინანსურ ფეარ-პლეისთან კლუბის პრობლემები მისთვისაც ცნობილია, თუმცა მოლოდინი იმისა, რომ მომდევნო სეზონში ის ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს მოირგებს, საკმაოდ დიდია.
ცნობისთვის, "სიტისთან" კონტრაქტი გიუნდოგანს პირველ ივლისს ეწურება.
მიმდინარე სეზონში გერმანელის ანგარიშზე 5 გოლი და 5 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ