"ხეტაფესთან" მატჩის ბოლო წუთებზე, როცა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მოედნიდან რაფინია გაიყვანა, ბრაზილიელმა გარემარბმა თავისი ბრაზი აშკარად გამოხატა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, 26 წლის შემტევის საქციელები "ბლაუგრანაში" უკმაყოფილებას იწვევს. რაფინიას გამოხტომებით უკვე ბევრი დაიღალა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ბარსას" ახალწვეული მსგავსად იქცევა. შეცვლამ იგი "მანჩესტერ იუნაიტედთან" საშინაო მატჩის დროსაც გააღიზიანა და თუ გამოცემას დავუჯერებთ, ასეთი რამ ვარჯიშზეც მომხდარა.
წყაროს თანახმად, რაფინია ერთ-ერთ სავარჯიშო სესიაზე თანაგუნდელებს ეუხეშებოდა, რაც ჩავიმ შეამჩნია და უთხრა, რომ ეს ინტენსიურობა მატჩების დროს გამოევლინა.
როგორც ირკვევა, ჩავისგან მიღებულმა შენიშვნამ ბრაზილიელი ძალიან გააბრაზა. მისი ფიცხი ხასიათიდან გამომდინარე, ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" "ლიდს იუნაიტედს" რაფინიაში 58 მილიონი ევრო გადაუხადა. მიმდინარე სეზონში შემტევის ანგარიშზე 9 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.