2 წლის და 10 თვის წინ
ობამეიანგი "ბარსელონადან" წასვლას ნანობს
ავტორი
Aa
პიერ-ემერიკ ობამეიანგი "ბარსელონას" დატოვებას ნანობს, - იუწყება Relevo.
გაბონელმა თავდამსხმელმა თავისი სინანული ახლო გარემოცვის წევრებს უკვე გაუზიარა.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, 33 წლის ცენტრფორვარდი მზადაა, რომ "ბლაუგრანაში" დასაბრუნებლად გარკვეულ ეკონომიკურ მსხვერპლზეც წავიდეს. ბუნებრივია, იგულისხმება ხელფასის შემცირება.
ლონდონის "ჩელსი" ობას გაშვებაში მცირე ფინანსურ კომპენსაციას მოითხოვს. კატალონიურ გრანდს პრობლემები შეიძლება ფინანსურ ფეარ პლეიშიც შეექმნას.
შეგახსენებთ, რომ პიერ-ემერიკი "ბარსამ" "არისტოკრატებს" 12 მილიონი ევროსა და მარკოს ალონსოს სანაცვლოდ მიასხვისა.
მიმდინარე სეზონში ობამეიანგის ანგარიშზე 3 გოლი და 1 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი