1 წლის და 7 თვის წინ
"ბარსელონას" რადარზე "ახალი ჰოლანდი" იმყოფება
"ბარსელონას" რადარზე "ახალი ჰოლანდი" იმყოფება

"ბარსელონა" "ატლეტიკო პარაენსეს" ბრაზილიელი თავდამსხმელით, ვიტორ როკეთი აქტიურად ინტერესდება, მაგრამ სუპერტალანტის მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, კლუბს მისი ალტერნატივებიც ჰყავს შერჩეული.

SPORT-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" თვალი ბერგამოს "ატლანტას" ცენტრფორვარდს, რაისმუს ჰოილუნდს დაადგა.

ნორვეგიელი შემტევი სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება. სათამაშო სტილის მსგავსების გამო, მას უკვე უწოდეს ახალი ერლინგ ჰოლანდი.

იტალიის ჩემპიონატის 2022/2023 წლების გათამაშებაში რაიმუნდმა თავი 8 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.

"ბარსა" დაინტერესებულია "გენტის" ნიგერიელი შემტევით, გიფტ ორბანითაც, რომლის წლევანდელი მონაგარიც 14 გოლსა და 3 საგოლე გადაცემას შეადგენს.

აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონასთვის" პრიორიტეტული სამიზნე მაინც როკეა. "ატლეტიკო პარანაენსე" ბრაზილიელს დაახლოებით 45 მილიონ ევროდ აფასებს.


Facebook კომენტარები