"ბარსელონას" პრიორიტეტი ლიონელ მესის დაბრუნებაა, - წერს Mundo Deportivo.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" შორის არსებული რწმენით, მესის დაბრუნება კლუბის მომდევნო სეზონის შემოსავლის 25-30%-ზე იქნება პასუხისმგებელი.
ბართომეუს ბორდში ამბობენ, რომ პანდემიამდე, არგენტინელ მეგავარსკვლავს კლუბისთვის 250-300 მილიონი ევროს შემოსავალი მოჰქონდა. ეს თანხა "ბლაუგრანას" ფინანსურ მდგომარეობას ახლაც წაადგება.
წყაროს თანახმად, "ბარსას" მესისთან ორწლიანი კონტრაქტის დადება სურს.
კატალონიურ გრანდში უნდათ, რომ ლეო მათი გუნდის წევრი იყოს, როცა განახლებული "სპოტიფაი კამპ ნოუ" გულშემატკივრებისთვის გაიხსნება. 2024 წელს მოსახდენი ეს მოვლენა დაემთხვევა კლუბის 125 წლის იუბილესაც.
ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის დაბრუნებით "ბარსელონა" დაიწყებს მესის ბრენდის კაპიტალიზირებას. კლუბის აზრით, ამ ბრენდს აქვს პოტენციალი, იყოს ისეთივე (თუ არა უფრო დიდი) შემოსავლის მომტანი, როგორიც Air Jordan-ია.
შეგახსენებთ, რომ ლეო ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. მიმდინარე სეზონში ის "პარი სენ-ჟერმენს" 19 გოლითა და 17 ასისტით დაეხმარა.