2 წლის და 11 თვის წინ
"ბარსას" ვარსკვლავი მესის დაბრუნებას მოუთმენლად ელის
ავტორი
Aa
რობერტ ლევანდოვსკი ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერნანდო პოლო.
პოლონელს სჯერა, რომ "ლა პულგასთან" მომაკვდინებელ დუეტს ჩამოაყალიბებს. ლევანდოვსკის რწმენით, მესის საგოლე გადაცემები მას შედეგიანობის კიდევ უფრო გაზრდაში დაეხმარება.
რობერტმა უკანასკნელ ინტერვიუებში არაერთხელ დაადასტურა, რომ არგენტინელის "ბლაუგრანაში" გადაბარგება ძალიან სურს. როგორც ჩანს, ოქროს ბურთთან დაკავშირებული დაძაბულობა წარსულს ჩაბარდა.
"ბარსას" მაისურით ჩატარებულ ბოლო 8 მატჩში პოლონელმა სულ 2 გოლი შეაგდო. ფრენკი დე იონგისა და პედრის არყოფნის პირობებში, იგი კრეატიული თანაგუნდელების ნაკლებობას განიცდის.
რაც შეეხება მესის, "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი მას ივლისში ეწურება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი