1 წლის და 7 თვის წინ
ლაპორტამ "ბარსელონას" სამიზნეზე აზრი შეიცვალა
ლაპორტამ "ბარსელონას" სამიზნეზე აზრი შეიცვალა

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ილქაი გიუნდოგანთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა, - წერს ტონი ხუანმარტი.

Relevo-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ტექნიკურმა ჯგუფმა გერმანელი ნახევარმცველი სამიზნედ ჯერ კიდევ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეარჩია, მაგრამ ლაპორტა მაშინ ტრანსფერის განხორციელების წინააღმდეგი იყო.

კლუბის მმართველის წინააღმდეგობის მიზეზი გიუნდოგანის ასაკი გახლდათ - ოქტომბერში ილქაი 33 წლის ხდება.

როგორც ირკვევა, ლაპორტამ აზრი შეიცვალა. "ბარსას" უკანასკნელმა ცუდმა მატჩებმა პრეზიდენტს დაანახა, რომ გუნდს ნახევარდაცვაში ხარისხი აკლია. ეს განსაკუთრებით პრობლემური ხაზებს შორის სივრცის პოვნის აუცილებლობისას ხდება. 

სწორედ ამიტომ, ჟოანმა გიუნდოგანის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 5 გოლი და 5 ასისტია.


Facebook კომენტარები