2 წლის და 10 თვის წინ
მესი 80%-ით "ბარსაშია" - რომეროს ექსკლუზიური ცნობები
ავტორი
Aa
ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ ლიონელ მესის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნების შესახებ ახალი ცნობები გაავრცელა.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანამ" ლა ლიგას უკვე წარუდგინა გეგმა, რომელიც არგენტინელი მეგავარსკვლავის ტრანსფერის განსახორციელებლად დაიწერა.
ლა ლიგას კლუბი ჰპირდება, რომ ზაფხულში ორ ძვირადღირებულ ფეხბურთელს გაყიდის, დანარჩენები კი ხელფასს შეიმცირებენ.
კატალონიური გრანდი მწვანე შუქის მიღებისკენ ნელ-ნელა მიიწევს.
ცნობილი ჟურნალისტი ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის "კამპ ნოუზე" გადაბარგების შანსს 80%-ით აფასებს.
რომერო ასევე წერს, რომ გარდა მესისა, "ბარსელონა" სამ სხვა ტრანსფერზეც მუშაობს.
როგორც ჩანს, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" წინ ძალიან ცხელი ზაფხული ელოდებათ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი