logo

ის, რაც "ბარსელონას" ლა ლიგას დააკარგვინებს

ის, რაც "ბარსელონას" ლა ლიგას დააკარგვინებს

არავისთვის არ გახლავთ უცხო ის ფაქტი, რომ მიმდინარე სეზონში "ბარსელონა" გასვლით მატჩებში კატასტროფულად გამოიყურება, რაც განსაკუთრებით ლა ლიგაში ჩანს.

საფეხბურთო პორტალ Tribuna.com-ის მიერ მომზადებული სტატისტიკური მაჩვენებლები ამაში უფრო მეტად დაგარწმუნებთ:

1. სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, ლა ლიგის ცხრილში "ბარსა მე-6 ადგილზეა.

2. ამ კომპონენტში "ლურჯ-ბროწეულისფერები" "ვილიარეალსა" და "ხეტაფესაც" კი ჩამორჩნენ.

3. "ვალენსიასთან" განცდილი მარცხი აგვისტოს შემდეგ რიგით მეოთხე გახლდათ კატალონიელთათვის.

4. საგარეო ჯახებში "ბლაუგრანას" გატანილ-გაშვებული გოლების ბალანსიც არადაკმაყოფილებელია - 15:15.

5. მადრიდის "რეალი" კი ანალოგიურ კომპონენტში პრიმერას მეორე საუკეთესო გუნდია, ხოლო თუ ბოლო 10 ტურის მონაცემებს ავიღებთ, საუკეთესოც კი.

6. გასულ სეზონში "ბარსამ" შიდა ჩემპიონატი მხოლოდ 3 მარცხით დაასრულა, ახლა კი ვითარება გაცილებით უარესადაა.

4 თვის წინ
446 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ