2 წლის წინ
მოკვეთავენ თუ არა "ბარსას" ჩემპიონთა ლიგიდან - ახალი ცნობები
მოკვეთავენ თუ არა "ბარსას" ჩემპიონთა ლიგიდან - ახალი ცნობები

"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ხუთშაბათს სლოვენიაში იმყოფებოდა, სადაც უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინის შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ნეგრეირას საქმე გახლდათ.

"ბლაუგრანას" მმართველმა შესაძლებლობა გამოიყენა, რათა ჩეფერინისთვის აეხსნა, რომ კლუბი მსაჯებს ფულს არ უხდიდა და მატჩების შედეგზე გავლენის უკანონო გზით მოხდენის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

Catalunya Radio-ს მიხედვით, ლაპორტამ შეხვედრა დადებითი განწყობით დატოვა. კატალონიელები თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ უეფასგან რაიმე სახის სანქციებს არ უნდა ელოდონ.

არადა, პრესაში მოვლენათა განვითარების ერთ-ერთ სცენარად "ბარსას" ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთაც კი განიხილებოდა.

შეხვედრაზე ლაპორტამ და ჩეფერინმა ევროპის სუპერლიგის შესახებაც ილაპარაკეს. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" პროექტის ნაწილად რჩებიან.


Facebook კომენტარები