3 წლის და 6 თვის წინ
"ბარსელონა" ზაფხულში 5 ფეხბურთელის გაყიდვას ეცდება
ავტორი
Aa
Mundo Deportivo-მ გაავრცელა იმ ფეხბურთელების სია, რომლებსაც "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდის, რათა ლიონელ მესი გაიფორმოს და რამდენიმე მოთამაშესთან დადებული ახალი კონტრაქტი დაარეგისტრიროს.
კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" შემდეგ მოთამაშეებს შეელევა:
ფერან ტორესი
ფრანკ კესიე
ერიკ გარსია
რაფინია
ანსუ ფატი
გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ეცდებიან, რომ ის ფეხბურთელებიც გაასხვისონ, რომლებიც ახლა სხვა გუნდებში არიან განათხოვრებულნი. MD ასახელებს ნიკო გონსალესს, კლემან ლანგლეს, აბდე ეზალზულს, სერჟინიო დესტს, სამუელ უმტიტისა და ალექს კოლადოს.
კატალონიური გრანდის მიზანია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელთა გაყიდვით სულ მცირე 100 მილიონი ევრო გამოიმუშავოს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი