Relevo-ს ჟურნალისტმა ტონი ხუანმარტიმ "ბარსელონას" მიერ ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელებისადმი გამოხატული ინტერესის შესახებ დაწერა.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" სეზარ აზპილიკუეტათი და ნ'გოლო კანტეთი აღარ ინტერესდება. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" გამოცდილი "არისტოკრატების" დამატებას დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ, მაგრამ ისინი სამიზნეებად ახლა უკვე არ მიიჩნევიან.
რაც შეეხება პიერ-ემერიკ ობამეიანგს, მისი გამორიცხვა ჯერ არ შეიძლება, თუმცა გაბონელი ცენტრფორვარდის გაფორმება "ბარსას" პრიორიტეტული ამოცანა არ არის.
შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრესაში გაჟღერებული ცნობების მიხედვით, ობას "კამპ ნოუზე" სურს დაბრუნება. 33 წლის თავდამსხმელი საამისოდ ხელფასის შესამცირებლადაც მზად არის.
მიმდინარე სეზონში პიერ-ემერიკმა თავი 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.