როგორც მოგეხსენებათ, კვირას "ბარსელონას" ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩი ელის, სადაც გუნდი მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.
მატჩამდე ორი დღით ადრე, "ბლაუგრანადან" "როხიბლანკოში" გადაბარგებულმა ფრანგმა თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა თავისი ყოფილი გუნდის შესახებ ისაუბრა.
"ბარსაში" პირველი წელი რთული იყო: სათადარიგოდ ყოფნა, უთამაშებლობა, ახალი სისტემა, ახალი პოზიცია... ამ ყველაფერს უნდა შეჩვეოდი. იქ გატარებული მეორე წელი უფრო მომეწონა. გაცილებით დიდი სიამოვნება მივიღე.
წინ კარგი მატჩი გველოდება. მოედანზე გავალთ და ვეცდებით, რომ 3 ქულა ავიღოთ," - თქვა ანტუანმა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" გრიზმანი 2019 წელს შეიძინა და "ატლეტიკოს" 120 მილიონი ევრო გადაუხადა. "ინდიელებმა" ფრანგი ვარსკვლავი უკან გასული წლის ოქტომბერში გამოისყიდეს.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ჩატარებულ 102 მატჩში ანტუანმა 35 გოლი და 17 ასისტი მიითვალა.