logo

მესი არსად არ წავა - ერთი უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ბევრმა არ იცის

მესი არსად არ წავა - ერთი უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ბევრმა არ იცის

შემოუერთდით ლეო მესის ქართულ ფან კლუბს

დღეს უკვე ძალიან აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიონელ მესიმ მკაცრად გადაწყვიტა 'ბარსელონადან" წასვლა, თუმცა ერთი საინტერესო ისტორია აუცილებლად უნდა გავიხსენოთ.

2014 წელს, "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი, ტიტო ვილანუევა, სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა გარდაცვალებამდე 6 დღით ადრე ის ლეო მესის შეხვდა.

ამავე წლის აპრილში მესი აქტიურად განიხილავდა კამპ ნოუს დატოვებას, თუმცა მან ეს გადაიფიქრა. ამ ყველაფრის მიზეზი კი ტიტო ვილანუევა გახლდათ.

ამის შესახებ ტიტოს ყოფილი ასისტენტი, ხორდი როურა SinConcesiones-თან საუბრობდა.

"იმ მომენტში ტიტო ძალიან დელიკატური იყო და ლეომ მართლა არ იცოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა. ისინი შეხვდნენ, მე იქ არ ვიყავი, თუმცა მათ რამდენიმე საათი გაატარეს საუბარში. არ ვიცი რა მოხდა და რა უთხრა ტიტომ მას, თუმცა ლეომ დარჩენა გადაწყვიტა და იმედია, რომ ის კიდევ დიდხანს ითამაშებს აქ", - განაცხადა ხორდიმ.

როგორც ჩანს, ლეომ გარკვეული დაპირებაც კი მისცა ტიტოს. ასე რომ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია შესაძლოა უბრალოდ ხელმძღვანელობაზე ზეწოლის ხერხია და ლეოს სინამდვილეში სულ სხვა გეგმები აქვს.

ამ ყველაფრის შესახებ უახლოეს მომავალში გავიგებთ.

2 თვის წინ
1243 / 0
George
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 859
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ