3 წლის და 6 თვის წინ
ცნობილია! - რა გეგმები აქვს მარკოს ალონსოს
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, მილანის “ინტერი” კატალონიის “ბარსელონას” გამოცდილი მცველის, მარკოს ალონსოს შეძენით ინტერესდება.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის ფეხბურთელი კატალონიური გუნდის დატოვებას არ გეგმავს.
ალონსო ასევე ხვდება, რომ კლუბს შესაძლოა, Fair Play-ის პრობლემების გამო მისი გაყიდვა მოუწიოს. ესპანელი ფეხბურთელი ამ შემთხვევაში “ბლაუგრანასთან” მოლაპარაკებების გამართვაზე თანახმაა.
ფაქტია, რომ ალონსო კატალონიაში თავს კომფორტულად გრძნობს, თუმცა გაჭირვების შემთხვევაში ის კლუბს მისი წასვლით დაეხმარება.
ცნობისთვის, გამოცდილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი