3 წლის და 2 თვის წინ
"ბარსელონა" მუნდიალის ერთ-ერთი აღმოჩენით დაინტერესდა
ავტორი
Aa
"ბარსელონა" მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ აღმოჩენას, აზედინ უნაის უმიზნებს, - იტყობინება Mundo Deportivo.
22 წლის მაროკოელს ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში.
აზედინი მაღალ ხელფასს არ მოითხოვს. გარდა ამისა, მისი სათამაშო უნარები შესამჩნევია, რითაც "ბარსასთვის" სასურველ პროფილში სრულყოფილად ჯდება.
წყაროს თანახმად, უნაის "ბლაუგრანაში" თამაშის პერსპექტივა ძალიან მოსწონს.
მიუხედავად ამისა, კატალონიური გრანდი ნაცნობი პრობლემის წინაშეც დგას. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ფინანსური ფეარ პლეი კლუბს დიდი თანხის გადახდის საშუალებას არ მისცემს.
ცნობისთვის, აზედინი ფრანგული "ანჟერის" ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონში უნაიმ 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქედან 5 მუნდიალზე ჩაატარა და საფეხბურთო სამყაროს დიდი ყურადღება მიიპყრო.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი