ტალანტმა "რეალი" აირჩია - "ბარსელონას" მორიგი მარცხი

ტალანტმა "რეალი" აირჩია - "ბარსელონას" მორიგი მარცხი

ცნობილი ბრაზილიური გამოცემა Globoesporte იტყობინება, რომ "ბარსელონამ" მადრიდის "რეალთან" კიდევ ერთი სატრანსფერო ჯახი წააგო. ამჯერად "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" 17 წლის ტალანტი, რეინიერ ჟესუსი დაუთმეს "სამეფო კლუბს".

"ფლამენგო" შემტევ ნახევარმცველს 30 მილიონ ევროდ აფასებს. რეინიერის რეალური ღირებულება 70 მილიონი ევრო გახლდათ, მაგრამ კლუბთან ახალი კონტრაქტის დადების შემდეგ, ფასი განახევრდა. 

მიუხედავად ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერები" არც ამის გადასახდელად აღმოჩნდნენ მზად, რადგან გრიზმანის ტრანსფერის შემდეგ დიდ ვალში არიან გადაცვენილნი.

კოპა ლიბერტადორესის მოქმედ ჩემპიონებში რეინიერმა 15 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 ასისტიც მიითვალა.

10 თვის წინ
583 / 0
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 92
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ