2 წლის და 10 თვის წინ
რაფინიას სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
ავტორი
Aa
"ნიუკასლ იუნაიტედი" რაფინიათი დაინტერესდა, - იუწყება Mundo Deportivo.
კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი ბრაზილიელი გარემარბის შესაძლებლობებს ენდობა და მისი გაყიდვა კლუბის პრიორიტეტულ ამოცანად ნამდვილად არ მიიჩნევა.
მიუხედავად ამისა, "ბლაუგრანაში" იციან, რომ რაფინიას ინგლისში გასხვისება განსაკუთრებით სარფიანად იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხებათ "კაჭკაჭებს", მათ სურთ, ისარგებლონ 26 წლის შემტევის არც თუ ისე მყარი პოზიციებით "ბარსაში". გარდა ამისა, "ჯორდებს" შეიძლება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც დაეხმაროთ.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 41 მატჩში რაფინიამ თავი 9 გოლითა და 9 ასისტით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი