2 წლის და 10 თვის წინ
მესიმ "ბარსელონას" წამზომი ჩაურთო
ავტორი
Aa
ესპანელმა ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ ლიონელ მესის მომავლის შესახებ ახალი ცნობები გაავრცელა.
რომეროს ინფორმაციით, 35 წლის არგენტინელის უნდა, რომ თავისი მომდევნო კლუბი სეზონის დასრულებამდე ჰქონდეს გარკვეული.
აი, რას იუწყება ცნობილი ჟურნალისტი:
"ლიონელ მესიმ "ბარსელონას" შეუთვალა, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა ტრანსფერი სეზონის დასრულებამდე დახუროს.
თუ "ბარსა" ამას ვერ იზამს, მესი "პარი სენ-ჟერმენთან" გაახანგრძლივებს კონტრაქტს."
მაშასადამე, რომეროს გაჟღერებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ მესიმ "ბარსელონას" წამზომი ჩაურთო და ლაპორტას სიჩქარე მართებს.
ცნობისთვის, პირველ ივლისს "ლა პულგა" თავისუფალი აგენტი ხდება. მიმდინარე სეზონში ლიონელის ჯამური მონაგარი (კლუბი+ნაკრები) 36 გოლსა და 24 ასისტს შეადგენს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი