1 წლის და 7 თვის წინ
დე იონგი: "ფანებმა მომწერეს, რომ "ბარსას" ვჭირდები"
დე იონგი: "ფანებმა მომწერეს, რომ "ბარსას" ვჭირდები"

"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა ლიუკ დე იონგმა AD-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გატარებული დრო გაიხსენა.

როგორც ჩანს, ნიდერლანდელ ცენტრფორვარდს "ბლაუგრანას" ქომაგები დღემდე უკავშირდებიან.

"ბარსელონამ" "ჟირონასა" და "ხეტაფეს" გოლები ვერ გაუტანა, მე კი შეტყობინებები მივიღე: "სად ხარ, ლიუკ? ჩვენ გვჭირდები, რათა გავიმარჯვოთ." თავდამსხმელისთვის სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ფანებს თავში პირველად ის მოსდით, რას იზამდა გუნდი მასთან ერთად. 

"ბარსაში" ჩემი ოცნების თვეები გავატარე.

ვინ მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? უსმან დემბელემ. მან იდეალურად იცოდა, როდის უნდა ჩაეწოდებინა ბურთი ცხრიანისთვის," - თქვა დე იონგმა.

შეგახსენებთ, რომ ლიუკი "ბარსაში" ერთი სეზონით, "სევილიიდან" იყო განათხოვრებული. გასულ სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში მან 6 გოლი შეაგდო.

ახლა დე იონგი "პსვ ეინდჰოვენის" ღირსებას იცავს.


Facebook კომენტარები