"დაასრულე კარიერა "ნიუელსში" - არგენტინის პრეზიდენტი მესის მიმართავს

"დაასრულე კარიერა "ნიუელსში" - არგენტინის პრეზიდენტი მესის მიმართავს

არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა El Pais-თან ინტერვიუს ჟამს "ბარსელონას" კაპიტანს, ლეო მესის მიმართა და სთხოვა, რომ კარიერა "ნიუელს ოლდ ბოისში" დაასრულოს.

"შენ ყველა ჩვენგანის გულში ხარ და ჩვენს მიწაზე არასდროს გვინახიხარ. დაგვდე პატივი და დაასრულე კარიერა "ნიუელსში, რომელიც შენი კლუბია." - თქვა ფერნანდესმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა 33 წლის მეგავარსკვლავს ვერცხლის ქვეყნის პირველი პირები თხოვნით მიმართავენ.

2016 წელს პრეზიდენტმა მაურისიო მაკრიმ ლეოს სთხოვა, რომ სანაკრებო კარიერა არ დაესრულებინა.

შეგახსენებთ, რომ "ნიუელს ოლდ ბოისის" აკადემია "ლა პულგამ" 13 წლის ასაკში დატოვა.


2 თვის წინ
353 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 5
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ