logo

"მესის ამის უფლება აქვს" - ბართომეუს აღიარება (ვიდეო)

როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესისა და "ბარსელონას" შორის გაფორმებული კონტრაქტის თაობაზე დიდი ამბავია ატეხილი.

ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელს მიაჩნია, რომ მას "ბლაუგრანადან" უფასოდ წასვლის უფლება აქვს, "ბარსას" ხელმძღვანელობა და ლა ლიგა სრულიად საპირისპიროს ამტკიცებენ.

ახლა კი პრესაში გაიხსენეს "ბლაუგრანას" პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს მიერ 2019 წლის სექტემბერში გაკეთებული განცხადება, სადაც იგი უმნიშვნელოვანეს სიტყვებს ამბობს:

"მესის ჩვენთან 4 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, რომელიც 2 წლის წინ გავაფორმეთ. ბოლო საკონტრაქტო წელიწადში (20/21) კი მას აქვს უფლება, რომ ხელშეკრულება სეზონის დაწყებამდე ცალმხრივად გაწყვიტოს."

როგორც ხედავთ, ბართომეუმ თავად აღიარა ის, რაზეც ლეო აპელირებს, ეს კი ძალიან ბევრ რამეს თავდაყირა აყენებს.

3 კვირის წინ
540 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 468
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი