2 წლის და 4 თვის წინ

შეხვედრა ძველ მეგობრებთან - მესის გეგმები ბარსელონაში

ავტორი
Aa
ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, ლიონელ მესი თავის ყოფილ თანაგუნდელებს შეხვდება.
არგენტინელი მეგავარსკვლავის ბარსელონაში ყოფნაზე ჟერარ რომერომ ჯერ კიდევ გვამცნო. ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელი ძველ მეგობრებთან მათ მიერ "ატლეტიკოს" დამარცხების შემდეგ გადაიკვეთება.
მორეტო წერს, რომ "ლა პულგას" "ბარსას" ფეხბურთელებთან სასიამოვნო დროის გატარება და საკუთარი მომავლის განხილვა სურს.
არაა გამორიცხული, ლეომ მეგობრებს ამ შეხვედრისას გაუზიაროს, რომ "კამპ ნოუზე" დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.
არ სახელდება, თუ ვის შეხვდება მესი, მაგრამ შეგვიძლია სერხიო ბუსკეტსისა და ჟორდი ალბას ვარაუდი, რამეთუ 35 წლის მეგავარსკვლავს ყველაზე ახლო ურთიერთობა სწორედ ვეტერანებთან აქვს.
ცნობისთვის, ლეო პირველ ივლისს თავისუფალი აგენტი ხდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 დღის და 23 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
1 კვირის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 6 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 6 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში