3 წლის და 6 თვის წინ
"ბარსელონა" ფეხბურთელის აგენტს შეხვდა
ავტორი
Aa
ჟერარ რომერო იუწყება, რომ "ბარსელონას" სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი დღეს მარკოს ალონსოს აგენტს შეხვდა.
მხარეებმა გაანალიზეს ის შეთავაზებები, რომლებიც 31 წლის მცველს სხვა კლუბებისგან აქვს მიღებული. არსებობს შანსი, მარკოსმა ზაფხულში "ბლაუგრანა" დატოვოს, თუმცა ეს გარდაუვალი არ არის.
აღნიშნული ინფორმაცია მოულოდნელია იმ ფონზე, რომ ვრცელდებოდა ცნობები "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მიერ მარკოსისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზებაზე.
ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულება ალონსოს "ბარსასთან" სეზონის ბოლოს ეწურება.
ესპანელმა მარცხენა მცველმა "ბარსას" მაისური 30 მატჩში მოირგო და გუნდს 3 გოლით დაეხმარა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი