3 წლის წინ
"ბარსელონა" მარცხენა ფლანგზე ცვლილებებს გეგმავს
"ბარსელონა" მარცხენა ფლანგზე ცვლილებებს გეგმავს

"ბარსელონას" შეტევის მარცხენა ფლანგზე რევოლუციური ცვლილებები მოხდება, - ირწმუნება SPORT.

კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობაში უნდათ, რომ თავდასხმის დაბალანსებული ხაზი ჰყავდეთ, საამისოდ კი მარცხენა ფრთის სერიოზულად გაძლიერებაა საჭირო.

რეალურ ვარიანტებად აბდე ეზალზულის დაბრუნება და მადრიდის "ატლეტიკოდან" იანიკ კარასკოს გამოსყიდვა ჩანს, თუმცა SPORT წერს, რომ გაძლიერების ასეთ პერსპექტივას ჩავი ერნანდესი მაინც ეჭვის თვალით უყურებს.

მთავარ მწვრთნელს ურჩევნია, ფული ვარსკვლავური კალიბრის ფეხბურთელის მოყვანას მოხმარდეს.

"მაესტრო" მარჯვენა ფლანგზე უსმან დემბელესა და რაფინიას ყოლით კმაყოფილია, ახლა კი მარცხენა ფრთაზეც ანალოგიური სიტუაციის შექმნა სურს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსას" მარცხენა შემტევებად ახლა ფერან ტორესი და ანსუ ფატი ითვლებიან, თუმცა გუნდიდან მათი წასვლის შანსი საკმაოდ მაღალია.


Facebook კომენტარები