![მნიშვნელოვანი ვახშამი - მესი ბარსელონაში მეგობრებს შეხვდა (ფოტო) მნიშვნელოვანი ვახშამი - მესი ბარსელონაში მეგობრებს შეხვდა (ფოტო)](/uploads/posts/2023-04/la.jpg)
![](/templates/barca-3/dleimages/noavatar.png)
გუშინ ღამით ლიონელ მესიმ თავის ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად ივახშმა. კამერებმა დააფიქსირეს, როგორ შედიოდნენ ბარსელონას ერთ-ერთ ძვირადღირებულ რესტორანში არგენტინელი მეგავარსკვლავი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა. შეხვედრაზე იმყოფებოდა მესისთან დაახლოებული პირი პეპე კოსტაც.
სანამ ფეხბურთელები და მათი მეუღლეები ვახშმობდნენ, ცნობილმა ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ ორი მნიშვნელოვანი რამ გვამცნო:
1. სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონასთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
2. ჟორდი ალბას კატალონიური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
Mundo Deportivo-ს ფერნანდო პოლოს თუ დავუჯერებთ, ჟორდის "კამპ ნოუზე" დარჩენა უნდა. მის ამ სურვილს მესის დაბრუნება კიდევ უფრო გაამძაფრებს.
ესპანურ პრესაში ბევრჯერ დაუწერიათ, რომ ბუსკეტსისა და ლეოს მომავალი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. მაშასადამე, თუ სერხიომ "ბარსასთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა, ეს მხოლოდ და მხოლოდ "ლა პულგას" დაბრუნების რეალურობაზე მეტყველებს.
რაც შეეხება ალბას, კლუბს მისი მაღალი ხელფასი პრობლემებს უქმნის, ამიტომ ჟორდის ან წასვლა მოუწევს, ან ანაზღაურების შემცირება.