3 წლის წინ
"ბარსელონა" რეკორდების დამსხვრევის გზაზე
"ბარსელონა" რეკორდების დამსხვრევის გზაზე

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ლა ლიგაში ფენომენალურ სეზონს ატარებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია გუნდის დაცვის ხაზის თამაში. 30 ტურის შემდეგ "ლურჯ-ბროწეულისფერთ" მხოლოდ 9 გოლი აქვთ გაშვებული და ამ შედეგით ევროპაში საუკეთესოები არიან.

Mundo Deportivo-მ შემოგვთავაზა რამდენიმე ისტორიული რეკორდი, რომლებსაც კატალონიური გრანდი და კონკრეტულად მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ემუქრება:

ყველაზე მეტჯერ მშრალად შენახული კარი ლა ლიგის ერთ სეზონში - 26, პაკო ლიანო ("დეპორტივო", 1993/1994)

ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი ლა ლიგის ერთ სეზონში - 18 ("დეპორტივო", 1993/1994 & "ატლეტიკო", 2015/2016)

ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი ტოპ 5 ჩემპიონატის ერთ სეზონში - 15 ("ჩელსი", 2004/2005)

შეგახსენებთ, რომ "ბარსას" გერმანელ გოლკიპერს პრიმერას მიმდინარე სეზონში 23 გოლგაუშვებული მატჩი აქვს აქტივში.

პრიმერას დასრულებამდე კიდევ 8 ტურია. იმისათვის, რათა კატალონიელებმა "ჩელსის" ისტორიული რეკორდი მოხსნან, დარჩენილ 8 შეხვედრაში 5 გოლზე მეტი არ უნდა გაუშვან.


Facebook კომენტარები